ბეილმა კარში დარტყმას მოუკლო

მადრიდისტების სტვენამ გარეთ ბეილის სათამაშო სტილი შეცვალა.

„სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკამ, „ესპანიოლისა“ და „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩებში გამოთქვა უკმაყოფილება უელსელი ვინგერის მიმართ, რომელმაც სხვადასხვა ეპიზოდებში თავად გადაწყვიტა ეპიზოდის დასრულება და უკეთეს პოზიციებზე მდგარი თანაგუნდელები არ შეიმჩნია.

საინტერესოა, რომ ბასკებთან დაპირისპირების შემდეგ, ბეილმა 540 წუთი გაატარა საქმეში და ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ 12-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით.საშუალოდ, გარეთი 45 წუთში ერთხელ უტევს მოწინააღმდეგეს, ხოლო სტვენამდე მისი მაჩვენებელი განსხვავებული იყო (საშუალოდ, 22 წუთში 1 გასროლა).

ამასთანავე, მარჯვენა შემტევს საკმაოდ გაუგრძელდა მშრალი სერია.უკანასკნელად, „ტოტენჰემის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, 7 თამაშის წინ, „კორდობას“ გაუტანა.

მომდევნო უქმეებზე, გარეთ ბეილი 50-ე თამაშს ჩაატარებს პრიმერა დივიზიონში.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)