არიგო საკი:"ანჩელოტი კრიტიკულ სიტუაციაში არასდროს იბნევა"

ლეგენდარულმა არიგო საკიმ მადრიდის "რეალსა" და მთავარ მწვრთნელზე, კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა...

"მადრიდის "რეალი" დეკემბრის ბოლომდე ფანტასტიურ ფეხბურთს თამაშობდა, საკლუბო მუნდიალის შემდეგ კი აშკარად ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდში კრიზისია. "ბლანკოსი" პირველ ადგილს იკავებს და ქულების მოპოვებას განაგრძობს."

"ანჩელოტი კრიზისულ სიტუაციაში ყოველთვის დამაჯერებელია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლა მას დიდი პრობლემები აქვს."

"ჩემი აზრით სამეფო კლუბში როტაციაა საჭირო, რასაც თავკაცი ვერ ახორციელებს, ვინაიდან არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. "რეალის" ერთადერთი შვება ხესე როდრიგესია, მაგრამ მან თითქმის 1 წელი ვერ ითამაშა და სასურველი კონდიციიდან შორს არის. დარწმუნებული ვარ, ლუკა მოდრიჩის, სერხიო რამოსის და ხამეს როდრიგესის დაბრუნების შემდეგ "მერენგები" გაცილებით დამაჯერებლები იქნებიან."

"კრიშტიანო რონალდუს და კარიმ ბენზემას მუდამ მოწოდების სიმაღლეზე დგომა ევალებათ, რადგან მათი შემცვლელი გუნდში არ მოიძებნება. რთულია ოქროს ბურთის მფლობელი ჩაანაცვლო. ანალოგიური ხდება "ბარსელონაშიც". ლიონელ მესის, ლუის სუარესსა და ნეიმარს ალტერნატივა ნამდვილად არ ჰყავთ."

"ანჩელოტის მისამართით არაერთ კრიტიკას ვისმენ, მაგრამ არამგონია იტალიელი ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევდეს, ის მშვიდად მუშაობს და საკუთარი საქმის პროფესიონალია. როგორ შეიძლება მას წყალი შეუყენონ მაშინ, როდესაც ერთ წელიწადში 4 ტიტული მოიგო, ახლა კი ესპანეთის პრიმერას ლიდერობს, ამასთანავე არ დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგა, სადაც ესპანური გიგანტი ცალი ფეხიტ 1/4 ფინალში გახლავთ."

  • Hala
  • 3 მარტი 2015
  • 2 401
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)