Deportes Cuatro:"პერესი მოურინიოს დანიშვნას განიხილავს"
დღეს პრესაში სენსაციური ინფორმაცია დაიწერა, რომლის მიხედვითაც ფლორენტინო პერესი კარლო ანჩელოტის წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა იტალიელ სპეციალისტს შანსი აქვს...
იმ შემთხვევაში თუ კარლიტო წელს ჩემპიონთა ლიგის ან პრიმერა დივიზიონის მოგებას ვერ მოახერხებს, პრეზიდენტი სერიოზულად დაფიქრდება მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებაზე.
მადრიდში ფიქრობენ, რომ გუნდის თავკაცს ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომელიც სწორედ ოქროს მედლებში უნდა ასახოს, აქედან გამომდინარე ანჩელოტი გონს უნდა მოეგოს.
Deportes Cuatro-ს ინფორმაციით, პერესი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურებს განიხილავს, ესენი კი ზინედინ ზიდანი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჟოზე მოურინიო არიან. ალბათ ყველასთვის სენსაციური და ძნელად დასაჯერებელია პორტუგალიელი სპეციალისტის "ბლანკოსში" დაბრუნება.
როგორც სჩანს, სეზონის ბოლოს ბევრი რამ გადაწყდება მადრიდულ გიგანტში.
და ბოლოს, დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია მანუელ პელეგრინის დათხოვნასთან დაკავშირებით. ზაფხულში ჩილელი სავარაუდოდ დატოვებს "სიტის", დეტალური ინფორმაცია მის შემცვლელად კი სწორედ იტალიელი სპეციალისტი განიხილება.
- 3 მარტი 2015
- 7 290
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.