პოგბასთვის ბრძოლაში "არსენალიც" ჩაერთო
პოლ პოგბაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ფრანგი ფეხბურთელის დამატებით ერთბაშად რამდენიმე მსოფლიო გრანდი ინტერესდება, რომელსაც დღეს ლონდონის "არსენალიც" შეუერთდა...
გავრცელებული ინფორმაციით "მეთოფეებს" პოლი ძალიან მოსწონთ და მის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდას აპირებენ.
არსენ ვენგერი მზად არის "იუვენტუსის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 95 მილიონი ევრო გამოყოს. იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი გაიჩარხა, პოლი ინგლისელთა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსს მიიღებს.
გარდა "არსენალისა" პოგბას შეძენა "პსჟ"-ს, "ბარსელონას", "იუნაიტედს" და მადრიდის "რეალს" სურს.
ფლორენტინო პერესი ჯერ-ჯერობით ოფიციალური შეთავაზებისგან თავს იკავებს, რადგან წინადადება ფორმირების პროცესშია.
- 3 მარტი 2015
- 1 911
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.