ანჩელოტიმ "ბილბაოსთვის" მზადება დაიწყო, გუნდში სიახლეა

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა "სან მამესზე" ვიზიტისთვის მზადება დაიწყეს, გუნდი "ვალდებებასზე" შეიკრიბა და პირველის სავარჯიშო სესია გამართა...

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით გუნდთან ერთად იყვნენ რამდენიმე "კასტილიელი", მათ შორის მარტინ ოდეგარი, რომელსაც სულ მალე მთავარ გუნდში დებიუტსაც უწინასწარმეტყველებენ, ნორვეგიელმა შესაძლოა "შალკეს" წინააღმდეგ ითამაშოს.

გუნდში სიახლეს. სამი ხედირამ რეაბილიტაცია წარმატებით გაიარა და დღეს 100%-იანი დატვირთვა მიიღო. გერმანელი ფეხბურთელი "ბილბაოსთან" მატჩისთვის შესაძლოა განაცხადში მოხვდეს.

დანიელ კარვახალმა დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა. მისი ბაზაზე დაბრუნება ხვალისთვის იგეგმება. სერხიო რამოსი და ხამეს როდრიგესი კვლავაც აღდგენით პროცესს გადიან.

ანჩელოტიმ ტრადიციულად, დიდი ყურადღება მიაქცია ბურთის კონტროლს და სხვადასხვა კომბინაციას. ფეხბურთელებმა რამდენიმე ნიმუში იხილეს და დახვეწეს.

კეილორ ნავასი, იკერ კასილიასი და პაჩეკო კუნთების გამაგრებით იყვნენ დაკავებულნი, მათ მეკარეთა მწვრთნელი, ვილიამ ვეკი ამზადებდა.

ანჩელოტიმ "ბილბაოსთვის" მზადება დაიწყო, გუნდში სიახლეა
ანჩელოტიმ "ბილბაოსთვის" მზადება დაიწყო, გუნდში სიახლეა
ანჩელოტიმ "ბილბაოსთვის" მზადება დაიწყო, გუნდში სიახლეა
ანჩელოტიმ "ბილბაოსთვის" მზადება დაიწყო, გუნდში სიახლეა
ანჩელოტიმ "ბილბაოსთვის" მზადება დაიწყო, გუნდში სიახლეა

  • Hala
  • 3 მარტი 2015
  • 3 635
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)