ალფრედო დურო:"პრობლემა კონდიციაში არ მდგომარეობს"
ალფრედო დუროს განცხადებით, "ვილიარეალთან" დაკარგულმა ქულებმა მადრიდის "რეალს" პრობლემები შეუქმნა, მაგრამ საშინაო არენაზე წარუმატებლობა ფიზიკურ კონდიციებს არ უნდა დაბრალდეს...
"ანჩელოტის შეგირდები პირველ ტაიმში გაცილებით ინერტულები იყვნენ, ვიდრე მეორეში, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ფიზიკური თვალსაზრისით გუნდს რამე პრობლემა აქვს."
"ყველაზე დიდი ხარვეზი ნახევარდაცვაშია, რადგან კოლექტივს ლუკა მოდრიჩი და ხამეს როდრიგესი ვერ ეხმარებიან. ორივე მათგანი შეტევას ამრავალფეროვნებს."
"ლუკა სულ მალ დაბრუნდება და "ბლანკოსში" ბევრი რამე დალაგდება თავის ადგილზე. "ელ კლასიკოში" ხორვატი ფეხბურთელის ყოფნა აუცილებელია, მანამდე კი მან ფორმაში ჩადგომა უნდა მოასწროს."
- 3 მარტი 2015
- 2 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.