მიგელ ანხელ დიასი: "თეთრები სიმშვიდეს ინარჩუნებენ"
მიგელ ანხელ დიასმა "ვილიარეალთან" მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"დღეს სამეფო კლუბი ფრეს დასჯერდა. ეს მათთვის კარგი გაკვეთილი იქნება. საგანგაშო არაფერია და ვფიქრობ ჯერ "ელ კლასიკოზე" არც ღირს ფიქრი, რადგან სანამ "თეთრები" ნოუ კამპისკენ გაემართებიან, მათ მოუწევთ შეხვედრების ჩატარება "ატლეტიკის", "ლევანტეს" და "შალკეს" წინააღმდეგ."
"კარლო ანჩელოტის გეგმა "ბარსელონასთან" დაპირისპირებამდე ოთხქულიანი უპირატესობის შენარჩუნება იყო, თუმცა "ვილიარეალმა" იტალიელი სპეციალისტის ჩანაფიქრზე ცუდი ზეგავლენა მოახდინა. მიუხედავად ამისა კარლიტო გუნდს ამშვიდებს და აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერია და რომ მისი შემადგენლობა ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას."
Bernabeudigital.com
- 2 მარტი 2015
- 1 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.