შეკრება ვალდებებასზე
მოგეხსენებათ ლა ლიგის მატჩები რამოდენიმე დღეში განახლდება, ასე რომ მანუელ პელეგრინის შეგირდებს დასვენების დრო არააქვთ.
კაკა, ვან დერ ვაარტი, გუტი და ვან ნისტელროი განმარტოებით ვარჯიშობდნენ, ხოლო რაულ ალბიოლმა მთელი დატვირთვით ივარჯიშა. ასევე პირველ გუნდს შეუერთდა ხუთი კასტილიელი ვასკესი, სალაი, რაულ რუისი, ხუანანა და მოდრეგო.

რაც შეეხება კასილასს, არბელოას, იგუაინსა და გაგოს, ისინი გუშინ დაბრუნდნენ გუნდში. გარაი და გრანერო კი ცალკე ვარჯიშობდნენ.

კაკა, ვან დერ ვაარტი, გუტი და ვან ნისტელროი სტადიონის გარშემო დარბოდნენ, რის შემდეგაც ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეს. ალბიოლმა კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სრული დატვირთვით ივარჯიშა გუნდთან ერთად.

ერთი სიტყვით გუნდში ყველაფერი რიგზეა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მაჰამადუ დიარა გუნდს ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ხოლო პეპესთვის კი ეს სეზონი დასრულებულია.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
სტატიის ავტორი: EL Gio
სტატიის ავტორი: EL Gio
- 31 დეკემბერი 2009
- 3 759
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.