"სიტი" ნასრის "იუვენტუსში" უშვებს და ისკოზე ნადირობას იწყებს

Daily Express-ის ინფორმაციის მიხედვით, მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს იტალიური "იუვენტუსის" წინადადებას სამირ ნასრისთან დაკავშირებით...

დიდია ალბათობა იმისა, რომ ფრანგი ფეხბურთელი სერია "ა"-ში გადაბარგდეს, მანუელ პელეგრინი კი მის იდეალურ შემცვლელს ისკო ალარკონში ხედავს.

ჩილელი სპეციალისტისა და ისკოს გზები პირველად "მალაგაში" გადაიკვეთა. მანუელის ფორმაციის "მალაგა" მაშინ მართლაც ბრწყინავდა და გუნდის უდავო ლიდერი ესპანელი ახალგაზრდა გახლდათ, სწორედ იქ თამაშით მიიპყრო ფრანცისკომ ფლორენტინო პერესის ყურადღება და 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბლანკოსის" ფორმა მოირგო.

პელეგრინის აზრით ისკო სრულყოფილი ფეხბურთელია და შეუძლია პრემიერლიგაში თავის გამოჩენა, ამიტომ "სიტის" ხელმძღვანელობა ზაფხულში მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

ფინანსური დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, რადგან თავად ინგლისელებიც არ არის შეჯერებულნი საბოლოო შეთავაზების საბოლოო ვარიანტზე.

  • Hala
  • 2 მარტი 2015
  • 2 653
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)