მარსელო:"ურთულესი თვე გველის"
მარსელო ვიეირას განცხადებით, მარტის თვე მადრიდის "რეალისთვის" განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან კლუბს "სან მამესზე" და "ნოუ კამპზე" ვიზიტი უწევს...
"რთული კალენდარი გვაქვს, ამიტომ განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. "სან მამესზე" ვიზიტამდე მთელი კვირაა წინ, ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება, მაგრამ ამისთვის დიდი მონდომებაა საჭირო."
"ცდა არ დაგვიკლია, მოედნის ყველა წერტილში ბოლომდე ვიბრძოდით, მაგრამ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ."
"თავს დაღლილად არ ვგრძნობ, მთელი მატჩის მანძილზე ძალიან ბევრი ვირბინე, რადგან გუნდს დახმარება სჭირდებოდა. სეზონის დასკვნით ფაზას მზადყოფნაში ვხვდები."
"ბასკებთან მატჩს ისე ვუყურებთ, როგორც ფინალს. ყველაფერი რიგზეა. ჩვენი ლიდერები ვართ, მაგრამ წაბორძიკების უფლება აღარ გვაქვს."
- 2 მარტი 2015
- 1 959
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.