ანჩელოტი:"ინტენსივობა გვაკლდა"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაფიქსირებული ფრე შეაფასა...
"პირველი 45 წუთი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ინტენსივობა გვაკლდა და ფაქტობრივად, არანაყოფიერ შეტევებს ვახორციელებდით, მეორე ნახევარში სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, მაგრამ რაღაც მაინც გვაკლდა. "ვილიარეალი" გააზრებულ და დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა."
"ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ და პასიურები ვიყავით, რადგან არაერთი მომენტი შევქმენით. ნაწილობრივ იღბალმაც იქონია ზეგავლენა."
"პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გასახდელში მინი თათბირი ჩავატარე და ყველაფერი შეიცვალა. "ბლანკოსმა" კარში 24-ჯერ დაარტყა, რაც ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ ხშირად ვუტევდით."
"მოწინააღმდეგემ კარგად გააზრებული და დალაგებული ფეხბურთი ითამაშა. "ბერნაბეუზე" ასპარეზობა რთულია, მაგრამ მათ ეს შესანიშნავად მოახერხეს და 1 ქულის მოპოვებაც შეძლეს."
"ფიზიკური კონდიციების კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები კარგად არიან მომზადებულნი. პირველ ტაიმში პასიურობის შემდეგ მეორე 45 წუთში გაცილებით მეტს ვმოძრაობდით, არადა პირიქით უნდა ყოფილიყო."
"მოსამზადებლად საკმარისი დრომ გვქონდა, ფეხბურთელებმა კარგად ივარჯიშეს, მაგრამ ეს შედეგზე არ აისახა."
"ისკოს შეცვლა აუცილებელი იყო, რადგან ლუკას სილვას გაყვანის შემდეგ მოედნის ცენტრში ბალანსი დაირღვა, ილიარამ კი დანაკლისი შეავსო. არ ვიცი რა იფიქრეს გულშემატკივრებმა, მაგრამ მე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღე."
"ბრაზილიელმა ახალწვეულმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეა და პერსპექტივა აქვს. ლუკასი ნაყოფიერი იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში."
"ლა ლიგის ცხრილს ვლიდერობთ და მდევართან 2 ქულიანი სხვაობა გვაქვს. მოდუნების საშუალება ნამდვილად არ მოგვეცემა, ამიტომ მომდევნო პაექრობებზე მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. თითოეულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ფეხბურთელებს მობილიზაცია არ აკლიათ, მათ იციან, რომ ორ ფრონტზე ბრძოლა დიდ ყურადღებასა და რესურსს მოითხოვს."
- 2 მარტი 2015
- 3 256
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.