ბენზემა: "მეთერთმეტე თასის მოგება გასაოცარი იქნება"
კარიმ ბენზემამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"ჩემთვის კრიშტიანო რონალდოს გვერდით თამაში დიდი პატივია. იგი მსოფლიოს ნომერ პირველი მოთამაშეა და მოხარული ვარ, რომ მას ჩემი თანაგუნდელი ჰქვია. ჩემი კარიერა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მიმდინარე სეზონში 19 გოლის გატანა მოვახერხე და ამის შემდეგ მადრიდის "რეალში" თავს გაცილებით უფრო ბედნიერად ვგრძნობ."
"ჩვენი გუნდი განსაკუთრებით გამორჩეული პროექტით მუშაობს. მთავარი მიზანი ახალი ისტორიის შექმნაა და ამისთვის თითოეული ფეხბურთელი, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს ვაკეთებთ."
"სეზონის ყველაზე დაძაბული ეტაპი ახლა არის. დღეს ჩვენ "ვილიარეალს" დავუპირისპირდებით. შემდეგ მოგვიწევს "სან მამესზე" თამაში, ჩემპიონთა ლიგაზე "შალკესთან" და "ელ კლასიკოზე" ასპარეზობა. ვფიქრობ საინტერესო მატჩები გველის წინ და ფანების თანადგომა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია."
"ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები ვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს ფავორიტები მხოლოდ ჩვენ ვართ. გასულ სეზონში მოპოვებული "მეათე" გასაოცარი იყო. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, რაც მაშინ განვიცადე. წელს ვეცდებით მეთერთმეტე ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართოთ."
"110 პროცენტით ვდილობ ჩემი გუნდის დახმარებას. რაც დრო გადის, ვრწმუნები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც მადრიდის "რეალთან" მოვაწერე კონტრაქტს ხელი. ამით ჩემი კარიერა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ."
"ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს, როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. "ბლანკოსთან" ერთად არაერთი გამარჯვება მიზეიმია და დარწმუნებული ვარ, კვლავ საუკეთესო მაჩვენებელს დავაფიქსირებთ სეზონის მიწურულს."
"მიუხედავად ჩემი მონდომებისა, არის მატჩები, როდესაც თავის გამოჩენას ვერ ვახერხებ. ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს კარიერა და ერთი უიღბლო შეხვედრის გამო ვფიქრობ, ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო. პირიქით ასეთი მატჩების შემდეგ ვცდილობ თავდაუზოგავად ვივარჯიშო, რათა სასურველი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონდიციები აღვიდგინო."
"კარლო ანჩელოტის დარიგებებს დახურულ კარს მიღმა ვისმენთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი წარმატების გასაღები სწორედ იტალიელი სპეციალისტის სიტყვებშია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ მისი დავალებები პირნათლად შევასრულოთ. განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას ვიღებთ, როდესაც ანჩელოტის რჩევების შემდეგ სათამაშოდ სანტიაგო ბერნაბეუზე გავდივართ, რადგან იქ გასაოცარი ემოცია და ატმოსფერო გვხვდება."
"ფეხბურთს ხშირად ტელევიზორშიც ვუყურებ, რადგან იქ სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი. ასე ვსწავლობ ამ უნიკალურ სპორტს. დიახ, ვსწავლობ, რადგან ჩემი აზრით, ჯერ ბოლომდე გათვითცნობიერებული არ ვარ ამ სახეობაში."
"ვფიქრობ, ძალზედ იღბლიანი ვარ, რადგან დღეს მადრიდის "რეალის" ცხრანომრიან მაისურს ვატარებ. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩემი კარიერა იდეალურად მიმდინარეობს და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ."
Bernabeudigital.com
- 1 მარტი 2015
- 2 710
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.