რიკელმე:""ვილიარეალის" წარმატება ყოველთვის მიხარია"
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, რიკელმე, რომელიც წლების მანძილზე იცავდა მადრიდის "რეალის" დღევანდელი მოწინააღმდეგის, "ვილიარეალის" ღირსებას, აცხადებს, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავის" წარმატება ყოველთვის უხარია...
"წელს ვხედავ გუნდს, რომელსაც აშკარად დიდი წინსვლა აქვს, ძალიან მიხარია "ვილიარეალის" წარმატება, რადგან კოლექტივს გულშემატკივართა დიდებული არმია ჰყავს."
"მახსოვს წლები, როდესაც "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, ასევე იყო დრო, როდესაც ესპანეთში მესამე გუნდად ითვლებოდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც გააღწია."
"სამეფო კლუბისა და "ყვითლების" თამაში ყოველთვის საინტერესოა. ფავორიტის სტატუსი რა თქმა უნდა, კარლო ანჩელოტის გუნდს ექნება, რადგან შემადგენლობა გაცილებით ძლიერი ჰყავს, თუმცა "ვილიარეალი" ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით."
- 1 მარტი 2015
- 1 526
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.