შმეიხელი: "სამწუხაროა ოდეგარი "იუნაიტედში" რომ არ აღმოჩნდა"
მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდარულმა კიპერმა, პეტერ შმეიხელმა Daily Star-თან საუბრის დროს განაცხადა, რომ მარტინ ოდეგარი ამომავალი ვარსკვლავია და კარგი იქნებოდა მას "წითელი ეშმაკები" რომ აერჩია.
"პრემიერ ლიგის ისეთი გუნდები, როგორებიცაა "ლივერპული", "არსენალი" და მანჩესტერ "იუნაიტედი", დარწმუნებული ვარ ახლა ნანობენ, რომ თავის დროზე არ შეეცადნენ მარტინ ოდეგარის გადაბირებას. ეს უკანასკნელი ნამდვილი ამომავალი ვარსკვლავია. იგი სულ მალე სრულიას საფეხბურთო სამყაროს გაეცნობა და თავისი ნიჭის დემნსტირებას შემოგვთავაზებს."
"როდესაც 16 წლის ასაკში შენს მიმართ ევროპული გრანდები გამოხატავენ ინტერესს, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე და ფანებს იმედები არ უნდა გაუცრულო."
"საბოლოოდ ოდეგარი მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა და იგი რამდენიმე წლით უფროს თაობასთან ასპარეზობს ასაკობრივ გუნდში. დარწმუნებული ვარ სულ მალე მას ძირითად გუნდშიც გამოიძახებენ და დებიუტიც შედგება. მარტინს დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ და მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ახალგაზრდა ნორვეგიელ ტალანტს."
Defensacentral.com
- 1 მარტი 2015
- 2 199
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.