ოპერაცია „ნოუ კამპი“
მართალია, 22 მარტამდე კიდევ რამდენიმე თამაშის ჩატარება მოუწევს სამეფო კლუბს, თუმცა ანჩელოტი უკვე ფიქრობს მომავალ „ელ კლასიკოზე.“
იტალიელი დამრიგებლის მიზანია, რომ მადრიდისტები, მინიმუმ, ქულათა ასეთი სხვაობით შეხვდნენ პრინციპულ დაპირისპირებას.ამისათვის საჭიროა, „ვილიარეალთან,“ „ატლეტიკთან“ და „ლევანტესთან“ წარმატებული ასპარეზობა, რაც რეალობას ნამდვილად არ არის მოკლებული.
ამასთანავე, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბები თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა რაც შეიძლება ოპტიმალური შემადგენლობით გავიდეს გუნდი კატალონიის მთავარ სტადიონზე.არსებული მომენტისათვის, „რეალის“ საავადმყოფოში 3 ფეხბურთელი გადის მკურნალობის კურსს - რამოსი, ხამესი და ხედირა.რაც შეეხება მოდრიჩს, ხორვატი უახლოეს მატჩებში გამოჩნდება მწვანე მინდორზე, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან, მხოლოდ კოლუმბიელის სიტუაციაა ცოტათი რთული.
დიდი ალბათობით, ანდალუსიელი მცველიცა და მსოფლიო ჩემპიონიც მზადყოფნაში შეხვდებიან 22 მარტს.ისინი უკვე რამდენიმე დღეში აღადგნენ სრული დატვირთვით ვარჯიშს.
მაშასადამე, თუ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, „რეალი“ 4 ქულიანი (მინიმუმ) სხვაობით უნდა ჩავიდეს ბარსელონაში და მადრიდელთა განაცხადში მხოლოდ როდრიგესის ამოკითხვა არ უნდა იყოს შესაძლებელი.
MARCA
- 28 თებერვალი 2015
- 4 524
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.