ბირჰოფი:"კროოსი? ის გენიალურია"
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, ოლივერ ბირჰოფის განცხადებით, ტონი კროოსის ადაპტაცია ესპანეთში მაშინ შედგა, როდესაც მან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალი ფეხბურთელის სტატუსი "რეალში" ტონის ფაქტობრივად არ ჰქონია...
"მადრიდის "რეალში" ფეხის მოკიდება ძალიან რთულია, მაგრამ კროოსი პირველივე ტურიდან ისე თამაშობს, თითქოს დედაქალაქურ კლუბში იყოს აღზრდილი."
"1535 ზუსტი გადაცემა, ის 100%-იან მაჩვენებელს სულ ცოტათი ჩამორჩება. მართლაც საოცარია ციფრები, რომელსაც ვუყურებ და მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ღირსეულად გამოდის."
"მიუნხენელთა შეცდომა? არ ვფიქრობ, რომ კროოსი "ბაიერნმა" გაუშვა. სიტუციაში დეტალურად გარკვეული ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი აზრით, სამშობლოს დატოვება თავად ახალგაზრდა ფეხბურთელმა ისურვა, რადგან ახალი გამოწვევა სურდა."
- 27 თებერვალი 2015
- 2 305
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.