კოენტრაუს "თამაშგარე"
სამეფო კლუბი მარსელოს "დუბლიორის" ძიებას დაიწყებს მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე, რამეთუ აღნიშნული პოზიციისათვის, კოენტრაუ მეტად შეუფერებელია.
მიმდინარე სეზონში, პორტუგალიელმა განაპირა მცველმა, 41-დან 16 დაპირისპირებაში (15 "რეალის" გამარჯვებით დასრულდა) მიიღო მონაწილეობა.მან მხოლოდ 720 წუთი გაატარა მწვანე მინდორზე და ამ კომპონენტში, მხოლოდ ნავასს (630), ხედირას (567), ჩიჩარიტოსა (555) და ხესეს (288) აღემატება.კოეს უთამაშებლობის მიზეზი, ძირითადად ტრავმებს უკავშირდება, თუმცა ერთხელ წითელი ბარათის გამოც მოუწია თამაშგარეში ყოფნა.
კოენტრაუს 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს კონტრაქტი მადრიდულ გრანდთან, თუმცა მიუხედავად ამისა, კლუბი მის გაყიდვაზე ფიქრობს.
AS
- 27 თებერვალი 2015
- 1 984
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.