ანჩელოტისგან დავიწყებულნი
უკვე საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ კარლო ანჩელოტი დიდად არ სწყალობს სათადარიგო ფეხბურთელებს.
კეილორ ნავასი, ასიერ ილიარამენდი და ჩიჩარიტო ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლები დრო გაატარეს საქმეში.ისინი გამუდმებით მწვრთველის გვერდით იკავებენ ადგილებს და მხოლოდ "სასწაულის" შემთხვევაში უწევთ მოედანზე გასვლა.
კოსტარიკელი გოლკიპერის სათამაშო წუთები "კოპა დელ რეიდან" გამოვარდნის შემდეგ ჩაბარდა წარსულს.არადა, რომ არა "ატლეტიკოსთან" განცდილი ფიასკო, ნავასს ყოველკვირეულად მოუწევდა ოსტატობის გამოვლენა.
ესპანელი ნახევარმცველის გეგმები, ლუკას სილვას გამადრიდელებასთან ერთად დასამართა.ილიარას ლაზარეთის შევსებიდან გამომდინარე შანსები გაუჩნდა, თუმცა ბრაზილიელი შუახაზელის მოყვანით, ანჩელოტიმ პირდაპირ მიანიშნა შეგირდს, რომ მას არ ენდობა.
რაც შეეხება ხავიერ ერნანდესს, მექსიკელი ვერც ესპანეთის დედაქალაქში ასცდა სათადარიგო სკამს.კარლიტო საერთოდ არ იმჩნევს თავდამსხმელს.
MARCA
- 26 თებერვალი 2015
- 2 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.