დანილოს ფასი 40 მილიონამდე მერყეობს
სამეფო კლუბში მეტად არიან დაინტერესებულნი დანილოს შესაძლებლობებით, თუმცა იციან, რომ ფეხბურთელის გამადრიდელება ძვირი სიამოვნება იქნება.
გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთელისთვის რამდენიმე ევროპული გრანდი ("ბაიერნი," "პსჟ," "ბარსელონა" და ა.შ.) აპირებს ბრძოლას, მისმა სატრანსფერო ფასმაც აიწია."პორტუს" ამჟამინდელი პრეზიდენტი პინტო დე კოშტა აცხადებს, რომ ბრაზილიელ განაპირა მცველს მხოლოდ 40 მილიონი ევროს სანაცვლოს შეელევა.
პარალელურად, მოთამაშე, რომელსაც 2016 წლის ივნისში ეწურება მოქმედი ხელშეკრულება პორტუგალიურ კლუბთან, უარს აცხადებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
MARCA
- 26 თებერვალი 2015
- 2 134
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.