ხესე თავის მომავალზეა ჩაფიქრებული
დღეს, სამეფო კლუბის შემტევს 22 წელი შეუსრულდა, თუმცა არც ისე ბედნიერად გრძნობს თავს.
ხესე როდრიგესი უკმაყოფილია მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და სერიოზულად ფიქრობს მომავალზე.მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ეპანელ ფეხბურთელს, ფაქტობრივად, არ ეძლევა სათამაშო წუთები.რაც მოედანზე დაბრუნდა, ანჩელოტიმ უფრო მეტჯერ გამოიყენა ასიერ ილიარამენდი, რომელიც სულაც არ შედის იტალიელის გეგმებში, ვიდრე პერსპექტიული როდრიგესი.
კანარის კუნძილებს მკვიდრს ყველაზე მეტად "ელჩესთან" მომხდარმა ფაქტმა დაწყვიტა გული, როდესაც მსაჯის საფინაო სასტვენამდე 40 წამით ადრე შემოვიდა მწვანე მინდორზე.არადა, კარლიო რამდენიმე თვის წინ შემდეგს აცხადებდა - "რომ არა ხესეს დაზიანება, შარშან აუცილებლად მოვიგებდით პრიმერა დივიზიონის."
შეიძლება ითქვას, ფეხბურთელი არასახარბიელო სიტუაციაშია.El Confidencial-ს ცნობით, "რეალი" მომავალ სეზონში გაანათხოვრებს მას.
AS
- 26 თებერვალი 2015
- 2 496
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.