ისკო ანჩელოტის ფავორიტი ფეხბურთელია
22 წლის ესპანელ ნახევარმცველს განსაკუთრებული პერიოდი უდგას კარიერაში.თამაშების ბოლოს, გუშემატკივრები მხურვალე აპლოდისმენტებით ამკობენ მას, ხოლო ჟურნალისტები საქებარ სტატიებს არ იშურებენ.
როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ისკო, კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი შეგირდია.იტალიელმა დამრიგებელმა საერთო ჯამში 100-ჯერ უხელმძღვანელა მადრიდელებს და აქედან, მხოლოდ 11 შეხვედრაში არ გამოუყვანია მწვანე მინდორზე ყოფილი მალაგელი.
ის ინტერვიუებშიც არ მალავს ისკოსადმი სიმპატიებს და მასში "ახალ პირლოს" ხედავს.
MARCA
- 25 თებერვალი 2015
- 3 131
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.