კასილიასი ივნისში მიიღებს გადაწყვეტილებას
სამეფო კლუბის კარის დარაჯის მომავალის ირგვლივ, არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება.
იკერ კასილიასს 2017 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი მადრიდის "რეალთან."ადრე მიცემულ ინტერვიუებში ის აღნიშნავს, რომ "კონტრაქტის დასრულებამის შემდეგ" აპირებს ნავსაყუდელის შეცვლას, თუმცა ესპანური მედიის აზრით, კაპიტანი მომავალ ივნისს გადაწყვეტს ყველაფერს.
აღსანიშნავია, რომ წლეულს, გულშემატკივართა ნაწილი უკმაყოფილია გოლკიპერის მოღვაწეობით.რამდენიმე ტურის წინ, "ბერნაბეუს" ტრიბუნებამდე სტვენაც კი არ დაიშურეს მის მიმართ.ამ ფაქტით გულგატეხილია თავად კასილიასიც და შესაძლებელია, საბოლოოდ გადაწყვეტილებაზეც იმოქმედოს.
"რეალის" დატოვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, იკერი ამერიკისი შეერთებულ შტატებს მიაშურებს.
AS
- 25 თებერვალი 2015
- 2 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.