რონალდუ მეორე სართულზეც საუკეთესოა
კრიშტიანო რონალდო თავური დარტყმებით მიმდინარე სეზონში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი, წლევანდელ ბომბარდირთა დავის 29 ბურთით ლიდერობს. აქედან კრიშტიანომ ხუთჯერ თავით მოახერხა გოლის გატანა. ასეთი შედეგი პრიმერა დივიზიონის არცერთ ფეხბურთელს არ აქვს. რონის ამ კომპონენტში ოთხ-ოთხი თავურით მოსდევენ ჯონათანი ("ელჩე"), გრიზმანი და მანჯუკიჩი ("ატლეტიკო").
CR7-მა პირველად თავით "დეპორტივოს" გაუტანა ლა ლიგის მეოთხე ტურში. ამის შემდეგ იყო ""ატლეტიკი", "ხეტაფე" და "ელჩე". აღსანიშნავია, რომ 2014/15 წლების სეზონში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა საერთო ჯამში, პრიმერა დივიზიონში 15 გოლის შეგდება მოახერხეს თავით.
Realmadrid.com
- 24 თებერვალი 2015
- 2 890
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.