17 გოლი დი სტეფანომდე

სწორედ ამდენი გოლი აშორებს პორტუგალიელ ფეხბურთელს "მადრიდის რეალის" ლეგენდის მიღწევის განმეორებამდე.

"კრიშტიანო რონალდუ ყველაზე ეფექტური ფეხბურთელია, ვისთანაც კარიერის მანძილზე ოდესმე მიმუშავია"-ეს სიტყვები კარლო ანჩელოტის ეკუთვნის. წინა კვირას, პორტუგალიელმა სანტილანას მიღწევა გაიმეორა (290 გოლი გაიტანა, მაგრამ 362 შეხვედრით ნაკლები მოანდომა ამ ყველაფერს) და "მადრიდის რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზე გავიდა. მას მორიგ სამიზნემდე მხოლოდ 17 გოლი აშორებს (დი სტეფანოს "რეალის" რიგებში 307 გოლი აქვს გატანილი). თუ გავითვალისწინებთ , რომ მისი საშუალო მაჩვენებელი 1,03 გოლია ერთ მატჩში, დი სტეფანოს ის წლევანდელ სეზონშივე გადაასწრებს. რაც შეეხება პირველადგილოსანს, ეს რაულ გონსალესია 323 გატანილი გოლით.

პორტუგალიელმა გოლების გატანა პირველივე შეხვედრიდან დაიწყო. მას შემდეგ 281 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 290 გოლი გაიტანა, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება: 154 გოლი "ბერნაბეუზე" (53,1%), 136 გოლი გასვლაზე (46,9%).

მიმდიანრე წელს მისი საშუალო მაჩვენებელი 1,08 გოლია ერთ მატჩში.

წყარო: AS

  • J.Z.
  • 24 თებერვალი 2015
  • 2 887
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)