მდევართან სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა
"ელჩეს" დამარცხებით, კარლო ანჩელოტის გუნდმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და პრიმერა დივიზიონის ცხრილს უკვე 60 ქულით ლიდერობს. "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა 24 შეხვედრიდან 20 მოიგეს, 4-ში კი დამარცხდნენ, გუნდს ჯერ-ჯერობით ფრე არ დაუფიქსირებია...
გუშინ "ბარსელონამ" საშინაო არენაზე "მალაგასთან" დაკარგა 3 ქულა და "მერენგებს" დიდი შანსი მიეცათ, რომელიც გამოიყენეს კიდეც. უახლოეს მდევართან 1 ქულიანი სხვაობა ოთხამდე გაიზარდა.
პრიმერას დასრულებამდე 14 ტურია დარჩენილი, დედაქალაქური კლუბი კი საკმაოდ კომფორტულად არის განლაგებული პირველ პოზიციაზე.
მესამეადგილოსან "ატლეტიკოსთან" სხვაობა კვლავაც 7 ქულას შეადგენს.
- 23 თებერვალი 2015
- 2 996
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.