შუსტერი:"ბოლო ტურებში აუცილებლად იქნება ცვლილებები"
ბერნდ შუსტერის აზრით, მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ლა ლიგის მოგებისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებენ, რადგან კლუბებს სეზონის რთული მატჩები აქვთ ჩასატარებელი...
"სამეფო კლუბს 1 ქულიანი სხვაობა აქვს "ბარსელონასთან" (ინტერვიუ ჩაწერილია "ბარსელონა"-"მალაგას" მატჩამდე), ამიტომ ვითარება უკიდურესად დაძაბულია, "ატლეტიკო" კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ლიდერებს, თუმცა შანსი ნამდვილად არსებობს.
"პრიმერას ბოლო ტურებში "ბლანკოსს" ძალიან გაუჭირდება, რადგან ჯერ "სევილიასთან" და "ვალენსიასთან" მოუწევს თამაში, ორივე მატჩი, რომ "ბერნაბეუზე" იყოს საქმე კიდევ მარტივად იქნებოდა."
"ასევე საინტერესო იქნება 37-ე ტური, სადაც "ატლეტიკო" საშინაო არენაზე "ბარსელონას" მიიღებს. არ ვიცი მაშინ როგორი სიტუაცია იქნება, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდისთვის სავარაუდოდ, ფრე იქნება მისაღები, რადგან ორივე კონკურენტი დაკარგავს ქულას, თუმცა მანამდე დიდი დროა და სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს."
"თუ "რეალი" და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავლენ, დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ, რადგან ორ ფრონტზე მძიმე მატჩები ექნებათ გასამართი."
"სეზონის დასკვნითი ნაწილი ძალიან საინტერესო იქნება."
- 21 თებერვალი 2015
- 2 925
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.