ოდეგარის დებიუტი "შალკესთან" შედგება
მარტინ ოდეგარის დებიუტის მოლოდინში.
მოგეხსენებათ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სამეფო კლუბმა უნიჭიერესი ნორვეგიელი ფეხბურთელი, მარტინ ოდეგარი შეიძინა. თავიდან გადაწყვეტილი არ იყო თუ რომელ ასაკობრივ გუნდში ითამაშებდა 16 წლის ტალანტი. საბოლოოდ კი იგი ზინედინ ზიდანის შეგირდი გახდა.
"კასტილიაში" მარტინი უკვე გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა და მთავარი მწვრთნელის ნდობაც დაიმსახურა. ოდეგარმა კარლო ანჩელოტის ყურადღებაც მიიქცია. იტალიელი სპეციალისტის აზრით, ახალგაზრდა ტალანტი პირველი გუნდის დახმარებასაც შეძლებს გასაჭირში.
სპორტული გამომცემლობა ABC იტყობინება, რომ კარლო ანჩელოტი მარტინ ოდეგარს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "შალკეს" წინააღმდეგ გამოიძახებს და სწორედ იმ დაპირისპირებაში შედგება 16 წლის ვუნდერკინდის დებიუტი მადრიდის "რეალის" ძირითად გუნდში.
Bernabeudigital.com
- 21 თებერვალი 2015
- 3 106
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.