BILD:"მადრიდელებმა გეგმა "ბ" შეიმუშავეს"
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარცხენა მცველს შეიძენს...
პორტუგალიელი ფეხბურთელის, ფაბიო კოენტრაუს აბარგება 99%-ით გადაწყვეტილია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბს მიაშურებს ის, მაგრამ კარლო ანჩელოტი და ხელმძღვანელობა ახალ მცველს ეძებს.
მთავარ მწვრთნელს "ვალენსიელი" გაია ძალიან მოსწონს, მაგრამ როგორც სჩანს, ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარ მომავალს "ღამურებში" უფრო ხედავს და შეთანხმება ვერ შედგება.
გეგმა "ბ" კი შვეიცარიელი ფეხბურთელი, რიკარდო როდრიგესია, რომელიც ეროვნული ნაკრების ღირსებასაც დიდი ხანია იცავს.
რიკარდოს შეძენა ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს სურდა, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგა, შემდეგ კი ფეხბურთელმა "ვოლფსბურგთან" ხელშეკრულება 2019 წლამდე გაახანგრძლივა.
ესპანეთის დედაქალაქში კი თვლიან, რომ კონტრაქტის გაწყვეტა პრობლემა არ იქნება, თუ გერმანული მხარე სარფიან შეთავაზებას მივიღებთ.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 21 თებერვალი 2015
- 2 764
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.