ანჩელოტი მე-100 მატჩისთვის ემზადება
კარლო ანჩელოტისთვის "ელჩესთან" დაპირისპირება საიუბილეო იქნება.
შემდეგი მატჩი იტალიელი სპეციალისტისთვის მე-100 იქნება მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში. აღსანიშნავია, რომ მას აქვს შანსი ჟოზე მოურინიოს შედეგი გაიმეოროს, რომელსაც 244 ქულა დაუგროვდა 100 შეხვედრაში. კარლიტოს ანგარიშზე კი 241 ქულაა 99 დაპირისპირებაში.
მოუ და ანჩელოტი საუკეთესო მწვრთნელების წოდებას ამ ასპექტში კიდევ ერთხელ ადასტურებენ. 100 მატჩიანი სტატისტიკით მათ მოსდევენ გუარდიოლა (232 ქულა) და მიგელ მუნიოსი (225 ქულა).
Bernabeudigital.com
- 21 თებერვალი 2015
- 2 443
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.