ლუკა მოდრიჩის მიზანი
მოგეხსენებათ, 95 დღიანი პაუზის შემდეგ, სრული დატვირთვით მუშაობა აღადგინა ლუკა მოდრიჩმა.
ხორვატმა ნახევარმცველმა სარეაბილიტაციო პერიოდს დაღი დაასვა და ფორმის აღდგენას შეუდგა.გავრცელებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი არც ამ შემთხვევაში იჩქარებს და ფეხბურთელს მხოლოდ მაშინ დააბრუნდებს მწვანე მინდორზე, როდესაც 100 პროცენტით მზად იქნება.
თავად მოდრიჩიც სიმშვიდეს ინარჩუნებს.ის თანაგუნდელებთან ერთად გარჯით გახარებულია და ცდილობს ადაპტაციის გავლას.მისი მიზანია, რომ სასურველ კონდიციებში შეხვდეს 22 მარტს გასამართ „ელ კლასიკოს.“
სავარაუდოდ, „ნოუ კამპამდე,“ მოდრიჩი გარკვეულ სათამაშო დროს მიიღებსა „ვილიარეალისა“ და „ატლეტიკის“ წინააღმდეგ.
RealMadrid.Ru
- 21 თებერვალი 2015
- 3 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.