ფიგუ:"ლა ლიგაში "ბარსამ" და "რეალმა" "ატლეტიკოს" შანსი არ დაუტოვეს"
ლეგენდარული ლუიშ ფიგუ, რომელიც "ფიფას" პრეზიდენტობის კანდიდატი გახლავთ, აცხადებს, რომ ლა ლიგის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული ან მადრიდის "რეალი", ან კატალონიის "ბარსელონა" გახდება...
"ფიფას პრეზიდენტობა? ვფიქრობ, ცვლილებების დრო მოვიდა, არაერთ ქვეყანაში გაიმართა აქციები ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ, ბევრი კრიტიკა მოდიოდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ კენჭი ვიყარე და არაერთი სიახლე დავნერგო."
"ბლატერი ბრწყინვალე ადამიანია, მე მას უდიდეს პატივს ვცემ, რადგან წლების მანძილზე სტრუქტურული ცვლილებები განახორციელა და უამრავი სიახლე შემოგვთავაზა. კონკურენციის არ მეშინია."
"დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ღიად გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, ესენი არიან ჩემი ყოფილი თანაგუნდელები."
"მაქვს დიდი და ნათელი იდეები, ჩემთვის ფეხბურთის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ექს ფეხბურთელი გახლავართ."
"კრიშტიანო რონალდუს დიდ პატივს ვცემ. მან ოქროს ბურთი დამსახურებულად მიიღო. პორტუგალიელის შრომა და სამეფო კლუბის წარმატებაში შეტანილი ღვაწლი სათანადოდ დაფასდა."
"რონიც ჩვეულებრივი ადამიანია. მან შედარებით მოუკლო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოსაწერია. ვგონებ, სულ მალე ისეთ დონეზე ვიხილავთ, როგორსაც შეგვაჩვია."
"კატალონიის "ბარსელონასა" და "რეალის" ჯახს ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდა, მაგრამ ახლა "ატლეტიკოც" სერიოზულ გუნდს წარმოადგენს. დიეგო სიმეონემ პრიმერა უკვე მოიგო, ახლა კი შენარჩუნებას ეცდება, მაგრამ ჩემი აზრით მიმდინარე სეზონში კატალონიელებმა და "მერენგებმა" "როხიბლანკო" უშანსოდ დატოვეს."
"კარლო ანჩელოტიმ პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ალბათ მისი კრიტიკა უადგილოა."
- 20 თებერვალი 2015
- 2 917
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.