"ელჩესთვის" მზადება გრძელდება
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მორიგი ვარჯიში გამართეს...
ფეხბურთელები "ელჩესთან" მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც კვირას გვიან ღამით გაიმართება. კარლო ანჩელოტის განკარგულებაში იყო ლუკა მოდრიჩი, ხორვატი ფეხბურთელია უკვე მეორე დღეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ მომდევნო მატჩში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ მიიღებს.
ფაბიო კოენტრაუს მდგომარეობა კიდევ უფრო უმჯობესდება.
ხამეს როდრიგესი, სერხიო რამოსი და სამი ხედირა რეაბილიტაციის კურსს განაგრძობენ.
დანიელ კარვახალმა და რაფაელ ვარანმა დახურულ კარს მიღმა ივარჯიშეს, თუმცა ისინი კვირისთვის მზად იქნებიან.
ძირითადი აქცენტები როგორც ყოველთვის, ახლაც ბურთით ვარჯიშზე გაკეთდა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში რამდენიმე კასტილიელი შეგირდიც იყო.
ვილიამ ვეკი იკერ კასილიასის, კეილორისა და პაჩეკოს წვრთნით იყო დაკავებული.
- 20 თებერვალი 2015
- 2 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.