ლამპარდი:"ბეილი ეგოისტი არ არის"
ფრენკ ლამპარდის განცხადებით, გარეთ ბეილს აბსოლუტურად ცრუ ბრალდებებს უყენებენ, უელსელს მშვიდი მუშაობა სჭირდება...
"არ მესმის რატომ უწოდებენ გარეთს ეგოისტს, ის დიდებული ფეხბურთელია, როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით. უელსელს მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მისცენ, ვინაიდან დიდ პოტენციალს ფლობს და სამეფო კლუბისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს."
"კაშკაშა ვარსკვლავების გვერდით თამაში ბეილს ნამდვილად გამოსდის. მადრიდისტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი შემტევი გუნდის სასარგებლოდ მოქმედებს."
"რონალდუსთან ერთად გარეთი ძალიან სახიფათოა, ისინი უმოკლეს დროში დიდ სისწრაფეს ანვითარებენ და კონტრ-შეტევაზე სახიფათონი არიან."
- 20 თებერვალი 2015
- 2 664
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.