კროოსი: „რონალდუს წვეულებაზე მეც ვიყავი დაპატიჟებული“
ტონი კროოსმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.
„ჩვენი წარუმატებლობა მხოლოდ 1 თამაშით შემოიფარგლა და ვფიქრობ, ბევრის სურვილია ასეთი კრიზისი.ადამიანების კრიტიკა გამართლებული იყო, რამეთუ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვჩვევია.“
„რონალდუს იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებაზე მეც ვიყავი დაპატიჟებული, მაგრამ არ წავედი.განვითარებული მოვლენების შემდეგ, საზეიმო განწყობის შექმნა არასწორად მიმაჩნია, თუმცა ვერც კრიშტიანუს გავამტყუნებ, რომელსაც წინასწარ ჰყავდა დაპატიჟებული ბევრი ადამიანი და ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ღონისძიების გადადება.“
AS
- 19 თებერვალი 2015
- 5 873
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.