სანტიაგო სიგუერო: 2009 წელი მთავრდება რაულზე დუმილით

სანტიაგო სიგუერო:რით იყო გამორჩეული 2009 წელი?ალბათ იმით,რომ "ბარსელონა" ძლიერი იყო,როგორც არასდროს,ასევე ბევრი რამ მოხდა ამ ერთ წელიწადში მნიშვნელოვანი და საინტერესო ფეხბურთში და არა მარტო ფეხბურთში,მათ შორის რაულ გონსალესის სათადარიგო სკამზე გადანაცვლებაც.

შეიძლება მანუელ პელეგრინის ნათქვამი სულაც მატყუარა ტრიუკი იყო,თუმცა მას შემდეგ რაც ჩილელმა სპეციალისტმა რაული დაასახელა,არაშემადგენლობის ფეხბურთელად,იგი ძალიან იშვიათად ჩანს მოედანზე.ამ ყველაფრის შემდეგ,რაული მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა სასტარტოში,"ციურიხთან" მატჩში.რაულის ტრანზიტი,ძირითადი შემადგენლობიდან,სათადარიგო სკამზე ყველანაირი ხმაურის გარეშე მოხდა,თუ არ ჩავთვლით სპეციალისტების კომენტარებს ამ ფაქტან დაკავშირებით.

სანტიაგო სიგუერო ამბობს რომ,"რეალი"-'სარაგოსას" მატჩის წინ უკვე ცნობილი იყო რომ,კაკა და ხაბი ალონსო ამ მატჩს გამოტოვებდნენ,სიგუეროს რედაქციაში დაიწყეს სავარაუდო შემადგენლობის გამოცნობა,რათა დილის გაზეთში დაბეჭდილიყო იგი.განხილულ იქნა,რამოდენიმე ვარიანტი.როდესაც რედაქტორები კონსესუსამდე მივიდნენ,მათ ნახეს რომ არცერთ შემადგენლობაში არ ფიგურირებდა რაული.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,სიჩუმე რაულის უთამაშებლობის შესახებ კვლავაც გრძელდება,.არადა ამ ფეხბურთელისნაირი არც თუ ისე ბევრია,თუნდაც მისი კარიერის მიხედვით.პელეგრინის ამ გადაწყვეტილებაზე უფრო მეტად,ჟურნალისტები რამოდენიმე წლის წინ რაულის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურნენ.მაშინ ბევრმა,ესპანეთის ნაკრებს ფიასკო უწინაწარმეტყველა,რაულის გარეშე.თუმცა ნაკრებმა დიდ წარმატებებს მიაღწია.კლუბში კი სადაც მან 15 სეზონი გაატარა,გახდა საუკეთესო ბომბარდირი და მრავალი სხვა მიღწევა აქვს,პრესა ამაზე არც თუ ისე ხმამაღლა ლაპარაკობს.

არადა რაულს მადრიდელ ინჩასებში შეუძლია უკვე ორი მიმდინარეობა გამოყოს : "რაულისტები" და "ანტირაულისტები",რომლებიც თავიანთ კლუბის უდავო ლიდერს და კაპიტანს არც თუ ისე კარგად აფასებენ.ერთი ნაწილისთვის იგი მესიაა,რომელსაც შეუძლია სიკვდილის მერეც კი სასწაულები მოახდინოს,მეორე მხარე კი ყველა წარუმატებლობას "რეალისა" აბრალებს რაულს და არა მარტო 'რეალის" არამედ მთელი მსოფლიოსი,სადაც ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს.

ყველასთვის ნათელია რომ ეხლა იმის დრო არ არის რაულის მდგომარეობაზე დებატები გაიმართოს.იგი აგრძელებს სამეფო კლუბში თამაშს და მის ღირსებას იცავს.ცხოვრება არაპროგნოზირებადია...არავინ იცის რა იქნება ხვალ.მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს,რომ ეს იქნება ბოლო სეზონი რაულის მაღალ კლასზე თამაშისა.მას ეძლევა შანსი,დატოვოს კლუბი თავაწეულმა,მოიგოს რა ჩემპიონთა თასი,რომლის აღმართვა სანტიაგო ბერნაბეუზე მოუწევს.ზუსტად მაშინ იქნება ალბათ რაული ყველასთვის დაფასებული და თვალსაჩინო.

  • raul777
  • 30 დეკემბერი 2009
  • 3 569
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)