პეპე: „ვიცოდით, რომ პოზიტიური შედეგი უნდა დაგვეფიქსირებინა“
ტრავმისაგან გამოწვეულია რამდენიმე კვირიანი უქმობის შემდეგ, პორტუგალიელი ცენტრალური მცველი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაბრუნდა მწვანე მინდორზე.
„სასიხარულოდ, კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.კმაყოფილი ვარ, როგორც თანაგუნდელების, ასევე ჩემი გარჯით.ვიცოდით, რომ თავდაუზოგავი ბრძოლა უნდა გაგვემართა, რათა პოზიტიური შედეგი დაგვეფიქსირებინა და ასეც მოხდა.“
„ვფიქრობ, სწორად მივუდექით მეტოქეს და ამიტომ შევძელით სასურველი ანგარიშის წამოღება.ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, რამეთუ შემდეგი 90 წუთს ჩვენ სტადიონზე ჩავატარებთ.იდეალურად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ ნელ-ნელა შევდივართ ფორმაში.შემადგენლობაში კვალიფიციური მოთამაშეები გვყავს.“
„როგორც ყოველთვის, რონალდუ ბედნიერია და თანაგუნდელებს ეხმარება.ის გვამხნევებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.თავის მხრივ, ჩვენც კრიშტიანუს გვერდით ვართ.“
„სიმართლე გითხრათ, ლუკას სილვას ასპარეზობა ძალიან მომეწონა.ის დიდი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს.ბრაზილიელი ჩვენ დასახმარებლად მოვიდა სამეფო კლუბში, თუმცა ამასთანავე იცის, რომ მოთმენა მოუწევს.რაც მთავარია, მუშაობა უყვარს.“
RealMadrid.Com
- 19 თებერვალი 2015
- 1 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.