ანჩელოტი: „რონალდუ დაბრუნდა“
სამეფო კლუბის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, „შალკესთან“ ჩატარებული თამაში შეაჯამა.
„კმაყოფილი ვარ, რამეთუ ჩემმა გუნდმა სასურველი შედეგი დააფიქსირა.გამომდინარე იქედან, რომ მასპინძლები დაცვიდან ასპარეზობდნენ, განვლილი პაექრობა დიდი ინტენსივობით არ გამოირჩეოდა.შეიძლება ითქვას, 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს.“
„კრიშტიანუ დაბადებულია იმისათვის, რომ გოლები გაიტანოს.რა თქმა უნდა, პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, თუ რონალდუ 2 ან 3 მატჩის პერიოდში ვერ შეძლებს თავის გამოჩენას.პორტუგალიელი ნიშანდობლივი ფიგურაა გუნდისათვის.მან ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა.“
„ჩემი და მარსელოს აღნიშვნა მეორე გოლის შემდეგ? ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.უბრალოდ გაოცებული დავრჩი, რამეთუ არ მეგონა, რომ მარჯვენა ფეხით, ასეთი სილამაზის დარტყმას განახორციელებდა ბრაზილიელი განაპირა მცველი.სწორედ ამიტომ შევედი მოედანზე.“
„პეპე გამოცდილია, რომელიც ასეთი ფორმატის დაპირისპირებებში ხასიათს მატებს შემადგენლობას.მას აქვს უნარი, რომ ლიდერობა შეითავსოს დაცვით ხაზში და ცხადია, მისი ყოფნა მეტად მნიშვნელოვანია.“
„ლუკას სილვას ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესდა.ბრაზილიელმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზა.ცხადია, ადვილი არ არის, როდესაც 22 დღის მოსული ხარ კლუბში და ჩემპიონთა ლიგაზეე გიწევს თამაში, თუმცა ლუკასვა თავი გაართვა დავალებას.“
AS
- 19 თებერვალი 2015
- 4 621
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.