დი მატეო: ""რეალმა" სამი მომენტიდან ორი გოლად აქცია"
"შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ, მადრიდელებთან განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"განმეორებითი შეხვედრა მადრიდში ძალიან რთული იქნება. ყველაფრისდა მიუხედავად ჩვენი შესაძლებლობების უნდა გვჯეროდეს და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ შემდეგ ეტპაზე გასასვლელად".
"გუნდის გარჯით კმაყოფილი ვარ. მომენტების რეალიზაცია ჩვენზე უკეთ ანჩელოტის გუნდმა შეძლო. "რეალმა" სამი მომენტიდან ორი გოლად აქცია".
"ბერნაბეუზე ორი გოლის გატანა გვმართებს, თანაც ისე რომ საკუთარ კარის მშრალად შენახვაც მოვახერხოთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები."
- 19 თებერვალი 2015
- 3 215
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.