კრიშტიანო რონალდუს სახლის ეზოზე თავდასხმა განხორციელდა
ესპანეთის დედაქალაქში, კრიშტიანო რონალდუს მისამართით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. როგორც სჩანს, პორტუგალიელ ფეხბურთელს ვერ პატიობენ "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ დაბადების დღის აღნიშვნას...
გუშინ ღამით, კრიშტიანოს კერძო სახლს ვერტმფრენმა გადაუფრინა და ეზოს საცურაო აუზში ჩაყრილი იქნა არყის და ლუდის ბოთლები, ასევე ჩასხმული დახვდათ თეთრი და წითელი ფერის საღებავი. ალბათ მარტივი მისახვედრია, რომ "როხიბლანკოს" ფორმის ფერზეა საუბარი. სასმლის ბოთლების ჩაყრა და დაბადების დღის აღნიშვნას უკავშირდება.
ჯერ-ჯერობით დაუდგენილია ვინ ჩაიდინა მსგავსი სახის ქმედება შუა ღამეს, თუმცა შესაბამისი ჯგუფები საქმის მიმდინარეობას დეტალურად აკვირდებიან.
ზარალი საკმაოდ სერიოზულია, რადგან აუზი უმაღლესი კლასის ნაკეთებებითა და მონაცემებით იყო გაჯერებული, თუმცა ეს რონალდუსთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც შემსრულებლების დადგენა.
თავად ფეხბურთელი გერმანიაში იმყოფება.
არ არის გამორიცხული კრიშტიანო რონალდუ სერიოზულად დაფიქრდეს დედაქალაქში არსებულ ვითარებაზე, რაც პირველ რიგში "ბლანკოსზე" აისახება ცუდად.
- 18 თებერვალი 2015
- 7 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.