ჰუნტელაარი:"შარშანდელი ფიასკო ყველას გვახსოვს"
კლაას იან ჰუნტელაარმა, მთავარ მწვრთნელთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა და შარშანდელი 1/8 ფინალი გაიხსენა...
"სამწუხაროდ, ბუნდესლიგის რამდენიმე მატჩის გამოტოვება მიწევს, მაგრამ ბედნიერი ვარ მადრიდელების წინააღმდეგ გამოსვლით. იმედი მაქვს, ნაყოფიერად ვითამაშებ და კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარები."
"არ ვფიქრობ, რომ სასურველ კონდიციაში არ ვარ. მადრიდელებთან თამაში დიდი მოტივაციაა, აქედან გამომდინარე შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ."
"შარშანდელი 1-6 არასდროს დამავიწყდება. ეს მარცხი ჩვენი ბრალი იყო. თავისუფლად შეიძლებოდა ტაიმი 1-1 დასრულებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად კიდევ გავუშვიტ გოლები, დაცვაში მოვიკოჭლეთ და საბოლოოდ მთელმა გუნდმა დაკარგა ელფერი. საერთო ჯამში ცუდად ვითამაშეთ და გამაოგნებელი ანგარიში დავაფიქსირეთ."
"მადრიდის "რეალი" ძალიან ძლიერი კლუბია, ესპანეთში თამაშის გამოცდილება მაქვს და ვიცი, თუ რა დონეზეა აყვანილი იქ ფეხბურთი. ამსტერდამის "აიაქსიდან" სწორედ დედაქალაქურ კოლექტივში გადავედი და გოლების გატანაც მოვახერხე. ახლა კი "შალკეს" ღირსებას ვიცავ და ყველაფერს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად. ჩვენ შანსი ნამდვილად გვაქვს. საჭიროა ფრთხილი და დაკვირვებული თამაში."
"კარლო ანჩელოტის გუნდი კარგია როგორც კონტრ-შეტევაზე, ასევე პოზიციურ თამაშშიც, ამიტომ დიდი მობილიზებით ასპარეზობა გვმართებს."
"საშინაო არენაზე წარმატების მიღწევა მეტად მნიშვნელოვანია. უნდა დავაფიქსიროთ ის შედეგი, რომელიც "ბერნაბეუზე" მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს."
"გელზენკირხენულმა გუნდმა წლევანდელ სეზონში გაცილებით უკეთესი თამაში აჩვენა, არაერთი მატჩის გახსენება შემიძლია, სადაც ჩვენი სტილი მეტოქეს თავს მოვახვიეთ და წარმატებას მივაღწიეთ."
- 17 თებერვალი 2015
- 2 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.