მორატა: „ტურინში არავინ დაუსტვენს ბუფონს“
სამეფო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა ალვარო მორატამ, საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ცხადია, გრანდები გულშენატკივრების ყოველთვის მომთხოვნები არიან, თუმცა აქ, არაჩვეულებრივი ქომაგობა იციან.გამორიცხულია, რომ ტურინში პირლოს ან ბუფონს დაუსტვინონ, რამეთუ ისინი ძალიან კარგად თამაშობენ.“
„ვიმედოვნებ, რომ „რეალი“ პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული გახდება, თუმცა თუ ჩვენი გზები გადაიკვეთება ჩემპიონთა ლიგაზე, მაქსიმალურად ვეცდები, რომ „იუვემ“ მოიპოვოს შემდეგი ეტაის საგზური.“
„პოგბასთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, თუმცა ჩვენ არ განვიხილავთ სატრანსფერო თემებს.ის რჩეული ფეხბურთელია.“
„„იუვენტუსთან“ კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, თავს ბედნიერად ვგრძნობ და სიმართლე გითხრათ, სხვა კლუბზე არ ვფიქრობ.“
MARCA
- 17 თებერვალი 2015
- 4 073
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.