„რეალისთვის“ გერმანია დაუპყრობელი აღარ არის
ისტორიულად, „რეალი“ ყოველთვის დიდ სირთულეებს აწყდებოდა გერმანიაში თამაშისას, თუმცა კარლო ანჩელოტიმ მადრიდელტა სტატისტიკა რადიკალურად შეცვალა.
ნიშანდობლივია, რომ იტალიელი დამრიგებლის „ბლანკოსში“ მოსვლამდე, „თეთრებს“ 25 თამაში ჰქონდათ ჩატარებული ბუნდეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებთან (სტუმრად), საიდანაც მხოლოდ 1 გამარჯვებით იწონებდნენ თავს.2000 წლის 27 სექტემბერს, ესპანელებმა გუტისა და კარლოსის გოლების წყალობით წამოიღეს მოგება ლევერკუზენიდან.
ანჩელოტის თაოსნობით, „რეალმა“ არათუ გამოასწორა გერმანელების წინააღმდეგ ასპარეზობა, არამედ ორ შემთხვევაში შეარცხვინა კიდეც ისინი.განვლილ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, მადრიდელებისა და გერმანელების გზები 3-ჯერ გადაიკვეთა.თავდაპირველად, კარლიტოს დამოძღვრილებმა 1-6 გაიმარჯვეს „ველტინს“ არენაზე, შემდეგ 2-0 დათმეს დორტმუნდში, ხოლო ბოლოს, 4 უპასუხო გოლი გაიტანეს „ალიანც არენაზე.“
AS
- 17 თებერვალი 2015
- 1 907
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.