სიდნი სემი:"სამეფო კლუბს მსოფლიო კლასის კოლექტივი ჰყავს"
"შალკეს" ფეხბურთელმა, სიდნი სემიმ მადრიდის "რეალთან" დაპირისპირების წინ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა...
"ვიცით რამხელა წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიწევს. მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. კრიშტიანო რონალდუ, გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა, ალბათ გვარები ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ "შალკეს" შანსი აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს."
"ჩემ კარიერაში ოთხშაბათის დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან მეტოქე კარლო ანჩელოტის გუნდია. მადრიდის "რეალთან" შეხვედრაზე თითოეული ბავშვი ოცნებობს."
"მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია დიდია, იმედი მაქვს, თამაშს მოვახერხებ და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. თუ საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე ყოფნა მომიწევს, საყვარელ ფეხბურთელს მაისურის გაცვლას ვთხოვ."
"შარშან გერზენკირხენურმა გუნდმა 1-6 წააგო საშინაო არენაზე, მაგრამ წლეულს გაცილებით უფრო კომფაქტური და ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ. "ველტინს არენა" გაივსება და გულშემატკივრები მეთორმეტე ფეხბურთელის როლს შეასრულებენ. საჭიროა მაქსიმალური მობილიზებით თამაში და ბოძებული მომენტების გამოყენება."
- 16 თებერვალი 2015
- 2 385
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.