პირლო:"მუნდიალის შემდეგ "რეალმა" 5 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა"
ანდრეა პირლოს განცხადებით, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ, მადრიდის "რეალმა" მას 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა...
"როდესაც მსოფლიო ჩემპიონები გავხდით, მადრიდიდან დამირეკეს და 5 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, ხელფასი კი მართლაც არაამქვეყნიური იყო, მაგრამ სამშობლოში დარჩენა ვარჩიე, ვინაიდან ჩემი სული და გული "მილანში" იყო."
"უშუალო კონტაქტი მქონდა ფაბიო კაპელოსთან, სწორედ მისი ინიციატივა იყო ჩემი გამადრიდელება, მაგრამ უარის თქმა მომიწია."
"კაპელომ მითხრა, რომ ემერსონის შემცვლელი ესაჭიროებოდა და ჩემ კანდიდატურად განიხილავდა."
"საბოლოოდ "როსონერიში" დარჩენა გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე წარიმართა, რომ "იუვენტუსში" გადმოვედი და აქ თავს კარგად ვგრძნობ."
- 16 თებერვალი 2015
- 2 910
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.