ვარჯიში გერმანიაში გამგზავრებამდე
დღეს, მადრიდის "რეალის" შემადგენლობა გერმანიაში გაემგზავრება, მანამდე კი კარლო ანჩელოტიმ მორიგი სავარჯიშო სესია გამართა...
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, "მერენგებმა" დილის 11:00 საათზე დაიწყეს ვარჯიში. (თბილისის დროით 14:00).
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იყო პეპე, რომელმაც სრული დატვირთვა მიიღო. ასევე მწყობრშია მარსელო ვიეირა. ბრაზილიელი ფეხბურთელი პირველივე წუთებიდან გავა მოედანზე.
მორიგი წვრთნა უკვე "ველტინს არენაზე" შედგება, რის შემდეგაც კარლო ანჩელოტი და სამეფო კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელი საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავენ.
დაპირისპირება ოთხშაბათს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, გელზენკირხენელთა საშინაო არენაზე აიღებს სტარტს.
- 16 თებერვალი 2015
- 1 812
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.