ლუკას სილვა „შალკესთან“ ძირითადში ითამაშებს
იტალიელი დამრიგებლის გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებაში, ბრაზილიელი ახალწვეული გამოჩნდება „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში.
სამეფო კლუბში წარდგენის შემდეგ პირველად, ლუკას სილვა საწყისი წუთებიდან გამოვა მოედანზე.სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი, კროოსსა და ისკოსთან შექმნის ტრიოს მოედნის ცენტრში.ანჩელოტის განცხადებით, მოთამაშემ სასურველი კონდიციები აკრიფა და მზად არის 90 წუთის სათამაშოდ.
თავის მხრივ, სათადარიგოზე გადანაცვლება მოუწევს ასიერ ილიარამენდის.
AS
- 16 თებერვალი 2015
- 2 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.