„გოლების მანქანა“ გაჩერებულია
უკვე 4 ტურია, რაც პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ თავის გამოჩენას ვერ ახერხებს.
„ესპანიოლის,“ „კორდობასა“ და „ატლეტიკოს“ მეკარეების ვერ დამწუხრების შემდეგ, გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ პორტუგალიელი გოლეადორი „დეპორტივოს“ წინააღმდეგ გაიბრწყინებდა, თუმცა ამაოდ.შაბათიდან შაბათამდე, კრიშტიანუ უფროდაუფრო აუარესებს ასპარეზობს და შეიძლება ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდეს.
აღნიშნულის პარალელურად, გოლების გატანას განაგრძობს ლეო მესი, რომელიც უკვე მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება უშუალო კონკურენტს.ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ 13 დეკემბერს, რონალდუ 12 გოლით უსწრებდა არგენტინელს, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
ამჟამინდელი სურათით, „ელ ფერარის“ მორიგ „პიჩიჩისა“ და „ოქროს ბუცს“ სერიოზული საფრთხე ემუქრება.
AS
- 16 თებერვალი 2015
- 2 650
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.