დეკუ:"მესის "ქამ-ბექი" მხოლოდ რონალდუს ბრალი იქნება"
დეკუ, რომელიც წლების მანძილზე იცავდა "ბარსელონას" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას, აცხადებს, რომ ლიონელ მესიმ 2015 წელი შესანიშნავად დაიწყო, რასაც ვერ ვიტყვით კრიშტიანოზე...
"როგორც ლიონელს, ასევე რონალდუს უდიდეს პატივს ვცემ. კლუბში მესისთან ერთად არაერთი შეხვედრა მაქვს ჩატარებული, ნაკრებში კი რონალდუსთან ერთად."
"2 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ კრიშტიანო რონალდუს ლა ლიგის ბომბარდირობაში ვინმე შეეცილებოდა, მაგრამ მესი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა და გოლების წვიმა შემოგვთავაზა."
"იმ შემთხვევაში თუ პიჩიჩი არგენტინელი გახდა, ეს მხოლოდ რონალდუს დამსახურება იქნება, რადგან პორტუგალიელს ძალიან დიდი შანსი ჰქონდა და ახლაც აქვს."
"არ ვიცი შედგბა თუ არა "ქამ-ბექი", მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიომ ამ ორი ფეხბურთელით უნდა იამაყოს."
- 16 თებერვალი 2015
- 4 326
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.