ანხელ დიასი:"დაცვაში სიახლეები იქნება"
მიგელ ანხელ დიასის განცხადებით, მას ჰქონდა კონსულტაციები სამეფო კლუბის მედიკოსთა შტაბთან და ინფორმაციები მიიღო...
"მარსელოზე დაკვირვება ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ ბრაზილიელმა 100%-იანი დატვირთვა მიიღო და ტკივილები არ უგვრძვია. გამოკვლევების შედეგად საგანგაშო არაფერია."
"გერმანელებთან მატჩში მოედანზე შესაძლოა პეპეც ვიხილოთ. არ ვიცი შეძლებს თუ არა უკანახაზელი 90 წუთის ჩატარებას, მაგრამ ის აუცილებლად დაეხმარება თანაგუნდელებს."
"ლაზარეთი ნელ-ნელა დაცარიელდება. პეპეს შემდეგ სერხიო რამოსისა და მოდრიჩის დაბრუნებას ველით, მაგრამ ესპანელი მცველის მდგომარეობა უფრო რთულად რის ვიდრე, ხორვატის. ლუკა მარტის პირველ რიცხვებში ვარჯიშს დაიწყებს, სერხიოს რეაბილიტაცია კი მინიმუმ 1 თვე გაგრძელდება."
- 16 თებერვალი 2015
- 2 181
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.