”ლივერპულს” ვან გოლის გადაბირება სურს
ინგლისური The Daily Mail-ის ცნობით, ”ლივერპული” დაინტერესებულია რუუდ ვან ნისტერლოის ტრანსფერით.”მერსესაიდელთა” დამრიგებელი, რაფა ბენიტესი, ვან გოლისა და ტორესის შეწყვილებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი გოლეადორის გუნდიდან წასვლის საკითხი საკმაოდ აქტუალურია.რუუდის სურვილია მომავალ მუნდიალზე მონაწილეობის მიღება, რისთვისაც ესაჭიროება სათამაშო პრაქტიკა.აქედან გამომდინარე, სპორტული ჟურნალ-გაზეთები წინასწარმეტყველებენ, რომ ნისტერლოი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს დატოვებს.
მადრიდელის მომავალი კლუბი შესაძლოა ”ლივერპული” აღმოჩნდეს, თუმცა ტრანსფერის განხორციელებას შესაძლოა მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებამ შეუშალოს ხელი.”წითლებს” არ სურთ რუუდში სოლიდური თანხის გადახდა.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 30 დეკემბერი 2009
- 1 577
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.